Private Label

Private Label წარმოადგენს მომსახურების კონკრეტულ სახეს, როდესაც მწარმოებელი საკუთარი პროდუქციიდან ქმნის შერჩეულ ასორტიმენტს დისტრიბუტორისა ან რითეილერის სავაჭრო ნიშნით. კერძო სავაჭრო ნიშნის პროდუქციის წარმოება ინდუსტრიის ფართო სპექტრშია შესაძლებელი, საკვებიდან დაწყებული, კოსმეტიკური საშუალებებით დამთავრებული. კერძო სავაჭრო ბრენდების რეალიზაცია ხდება მხოლოდ დამკვეთ რითეილერთა ქსელებში და შესაბამისად მიეწოდება უშუალოდ მომხმარებელს. კომპანია აგრო ფუდ ტრეიდი სხვა ტიპის მომსახურებების განვითარებასთან ერთად, აღნიშნულ შემთხვევაშიც, სთავაზობს პარტნიორობას რითეილ კომპანიებსა და სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორებს, ასორტიმენტში არსებული სხვადასხვა კატეგორიის მიმართულებით. პარტნიორები და კერძო სავაჭრო ნიშანი:



ნიკორას სუპერმარკეტების ქსელი ბრენდ „N1“ – ის სახელით.



სპარის სუპერმარკეტების ქსელი ბრენდ „ეს“ – ის სახელით.



გუდვილის სუპერმარკეტების ქსელი ბრენდ „……“ – ის სახელით.



უნივერსამის სუპერმარკეტების ქსელი, ბრენდ „უნივერსამი“ – ის სახელით.



კარფურის სუპერმარკეტების ქსელი, ბრენდ „……“ – ის სახელით.



ჩვენ ვიყენებთ "ქუქიებს" უკეთესი სერვისის შესაქმნელად