„ხომლი“ – კომპანია „ფარკონი“ – ს მიერ შექმნილი ბრენდი, რომლის ექსლუზიურ დისტრიბუტორია კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდი“, ბაზარზე წარმოდგენილია 2016 წლიდან. ასორტიმენტი მოიცავს 25 სხვადასხვა სახეობის, ქართულ და იმპორტირებულ  სუნელ-სანელებელს. ბრენდის მთავარი მიზანია მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, შეიძინოს ყოველგვარი დანამატების გარეშე წარმოებული, უმაღლესი ხარისხის, ნატურალური პროდუქცია. წარმოება ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, საწარმოში, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. პროდუქციას მინიჭებული აქვს ორგანული პროდუქციის სტატუსი და ფლობს ISO 22000 : 2005 სერთიფიკატს. რის შემდეგადაც ხდება მიწოდება უსაფრთხო და თანამედროვე შეფუთვით.
კომპანიის განვითარებისა და ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ეტაპობრივად იგეგმება ქართული ხაზის მეტად განვითარება და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოების ნედლეულით ჩანაცვლება. პარტნიორები: აგროჰაბი, კარფური, გუდვილი, ნიკორა, უნივერსამი, ფრესკო, მეინ მარტი, ჯიბე, ევროპროდუქტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ლიდერ-ფუდი. ხომლი – გააგემრიელე !!!

ასორტიმენტი

ხომლი წარმოდგენილია შემდეგ მაღაზიათა ქსელებში

ჩვენ ვიყენებთ "ქუქიებს" უკეთესი სერვისის შესაქმნელად