“სასარგებლო პროდუქტი” – კომპანია “აგრო ფუდ ტრეიდი” – ს ერთ-ერთი ბრენდი, ბაზარზე წარმოდგენილია 2019 წლიდან. ასორტიმენტში წარმოდგენილია 10 დასახელების პროდუქტი, რომლებიც შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო ელემენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმს სათანდო ოდენობის ვიტამინებით, მინერალებით, ცხიმებით, ცილებითა და ნახშირწყლებით. გარდა ამისა, სასარგებლო პროდუქტების ხაზი იცავს და კურნავს ადამიანის ორგანიზმს, სხვადასხვა დაავადებებისაგან.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, მხარდაჭერა და განვითარება დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია, შესაბამისად კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდ“ – მა გადაწყვიტა ერთგული მომხარებლისათვის შეექმნა შესაბამისი პროდუქცია, სპეციფიკიდან გამომდინარე დარგის სპეცილისტებთან ერთად განისაზღვრა სასარგებლო პროდუქტების ხაზი.
„სასარგებლო პროდუქტი“ შეუცვლელია ჯანსაღი კვების რაციონისათვის, ასევე ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტიკაში.
ბრენდის პოპულარობიდან გამომდინარე, კომპანია გეგმავს ასორტიმენტის გაზრდასა და ახალი სახეობის დამატებას.

ასორტიმენტი

მარილი-ჰიმალაის-აგროფაი-480-გრ-min

ვარდისფერი მარილი

ჰიმალაის მარილი 84 სახის სასარგებლო მინერალს შეიცავს (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა და სხვა). მოიპოვება პაკისტანში. ჰიმალაის მარილის მაღაროებში არსებული დიდძალი წნევის გამო მარილი არის 99 პროცენტით სუფთა და არ გააჩნია არანაირი ქიმიური დანამატი.
ინგრედიენტები: ცხიმი 0.0 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 0.0 გ, ნახშირწყლები: 0.0 გ, მათ შორის შაქრები: 0.0 გ, ქოლესტერინი 0.0 გ, მარილი 98.7 გ, ენერგეტიკული ღირებულება 0 კჯ, 0 კკალ

სელის თესლი

სელის თესლი გამოიყენება ლარინგიტის, მშრალი ხველის, ქრონიკული პანკრიატის და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობისას, ეფექტურია იარებისა და დამწვრობის მოსაშუშებლად.

ინგრედიენტები:   ცხიმი 42.0 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 3.7 გ, ნახშირწყლები: 30.0 გ, მათ შორის შაქრები: 0.0 გ, ცილა 18.4 გ, მარილი 0.0 გ, ენერგეტიკული ღირებულება 2234.2  კჯ, 534 კკალ

სელის-თესლი-აგროფაი-480-გრ-min
გოჯი-ბერი-აგროფაი-240-გრ-min

გოჯი ბერი

გოჯი ბერს ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენა შეუძლია. ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, ალცჰაიმერის, გულსისხლძარღვთან დაკავშირებული და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

ინგრედიენტები:   ცხიმი 0.5 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 0.2 გ, ნახშირწყლები: 46.0 გ, მათ შორის შაქრები: 39.0 გ, ცილა 15.6 გ, მარილი 0.1 გ, ენერგეტიკული ღირებულება 1309.59 კჯ, 313 კკალ

კინოა

კინოას ცილის უნიკალურ შემადგენლობას ადარებენ დედის რძეს. ცილის მაღალი რაოდენობის შემცვლელობის გამო არის შეუცვლელი პროდუქტი ორსული ქალებისთვის და იმათთვის, ვინც დაკავებულია ფიზიკური ან გონებრივი მუშაობით.

ინგრედიენტები:   ცხიმი 6.1 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 0.7 გ, ნახშირწყლები: 64.0 გ, მათ შორის შაქრები: 1.5 გ, ცილა 16.2 გ, მარილი 0.13 გ, ენერგეტიკული ღირებულება 1639 კჯ, 392 კკალ

კინოა-აგროფაი-480-გრ-min
კუსკუსი-აგროფაი-480-გრ-min

კუსკუსი

კუსკუსი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს და შესაბამისად, ნაკლებ ნახშირწყალსაც. ასევე, მასში დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის აუცილებელი ნოვთიერება – მაგნიუმია.

ინგრედიენტები:   ცხიმი 0.2 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 0.0 გ, ნახშირწყლები: 23.0 გ, მათ შორის შაქრები: 0.1 გ, ცილა 3.79 გ, მარილი 0.74 გ, ენერგეტიკული ღირებულება 616კჯ, 146 კკალ

შავი ბრინჯი

შავი ბრინჯი პროტეინით ყველაზე მდიდარი მარცვლეულია. ის ხელს უშლის ქოლესტერინის და ღვიძლში ლიპიდების წარმოქმნას, ეფექტურია წონაში კლებისათვის.

ინგრედიენტები:   ცხიმი 1.0 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 0.1 გ, ნახშირწყლები: 74.0 გ, მათ შორის შაქრები: 10.5 გ, ცილა 7.0 გ, მარილი 0.0 გ, ენერგეტიკული ღირებულება 1380 კჯ, 330 კკალ

ველური-ბრინჯი-შავი-აგროფაი-480-გრ-min
შირბახტის-თესლი-აგროფაი-240-გრ-min

შირბახტის თესლი

შირბახტის თესლი შეიცავს ომეგა 3, ომეგა 9, ცილას, A, B, B2 ვიტამინს, ლეციტინს, რკინას. სასარგებლოა წონაში კლებისთვის, ძვლების სიმტკიცისთვის, ორგანიზმის ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ინგრედიენტები:   ცხიმი 49.4 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 6.8 გ, ნახშირწყლები: 26.3 გ, მათ შორის შაქრები: 0.0 გ, ცილა 17.3 გ, მარილი 0.0 გ, ენერგეტიკული ღირებულება 2410 კჯ, 576 კკალ

წითელი ბრინჯი

წითელი ბრინჯი ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის დონის, ანთების და სიმსივნური უჯრედების შემცირებას, ამცირებს გულის დაავადებების რისკს, ეფექტურია მეტაბოლური სინდრომის მკურნალობისას.

ინგრედიენტები:   ცხიმი 2.5 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 0.15 გ, ნახშირწყლები: 70.0 გ, მათ შორის შაქრები: 8.5 გ, ცილა 7.5გ, მარილი 0.0 გ, ენერგეტიკული ღირებულება 1650 კჯ, 345 კკალ

ველური-ბრინჯი-წითელი-აგროფაი-480-გრ-min
შაქარი-ლერწმის-აგროფაი-480-გრ-min

ყავისფერი შაქარი

ყავისფერი შაქარი მზადდება შაქრის ლერწმისგან, რომელსაც ინდოეთში უძველესი დროიდან მოიხმარდნენ. შაქრის ლერწმის დაწნეხვით იღებენ ტკბილ წვენს, რომლის გადამუშავების შედეგადაც მიიღება შაქარი.

ინგრედიენტები:   ცხიმი 0.0 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 0.0 გ, ნახშირწყლები: 98.0 გ, მათ შორის შაქრები: 0.0 გ, ცილა 0.1 გ, მარილი 0.0 გ, ენერგეტიკული ღირებულება 1589.92 კჯ, 380 კკალ

ჩიას თესლი

ჩია ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საბადოა. ხალხური მედიცინა გვეუბნება, რომ ჩიას თესლი განსაკუთრებულ შედეგს იძლევა ალერგიასთან, ანემიასთან, ჰორმონალურ დარღვევებთან ბრძოლაში, ასევე შედეგიანია დიაბეტთან და ქოლესტერინის მაღალ დონესთან.

ინგრედიენტები:   ცხიმი 37.0 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმები 3.3 გ, ნახშირწყლები: 42.0 გ, მათ შორის შაქრები: 0.6 გ, ცილა 17.0 გ, მარილი 0.26 გ, ენერგეტიკული ღირებულება 2030.02 კჯ, 486 კკალ

ჩიას-თესლი-აგროფაი-480-გრ-min

ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია შემდეგ მაღაზიათა ქსელებში

ჩვენ ვიყენებთ "ქუქიებს" უკეთესი სერვისის შესაქმნელად