ჩვენს შესახებ

აგრო ფუდ ტრეიდი: პროდუქტი

აგრო ფუდ ტრეიდი – სავაჭრო სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქართული და იმპორტირებული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიისა და დაფასოებული/ბრენდირებული პროდუქციის მიწოდებას, ქვეყანაში არსებული ყველა ქსელური სუპერმარკეტებისათვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია 150-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული ჩირეული, თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული, რომელთა განთავსება ხდება თანამედროვე და პრაქტიკულ ინვენტართან ერთად, საიდანაც ხდება პროდუქციის უშუალო რეალიზაცია. იმპორტისა და ადგილობრივი შესყიდვების ქსელი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია, დღეისათვის კომპანია თანამშრომლობს 20 მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოსთან და 25 ადგილობრივ მსხვილ ფერმერთან. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის კვალიფიციური პერსონალით, რომელთა შერჩევა და გადამზადება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად, აქცენტი კეთდება ნიჭიერ ახალგაზრდებზე, რომელთაც გააჩნიათ კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების ამბიცია. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 90 ადამიანი. კომპანიის სასაწყობე მეურნეობა მოიცავს 2000 კვადრატულ მეტრს და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საოპერაციო რესურით, მიმდინარეობს პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და თანამშრომელთა ეკიპირება სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები ISO-ს სტანდარტის დასანეგრად. კომპანიის სისტემური ლოგისტიკური დაგეგმარების შედეგად, სადისტრიბუციო ხაზი უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს პროდუქციით პარტნიორ ქსელებსა და ორგანიზაციებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის ერთ-ერთი მიზანია ქართული პროდუქციის ხაზისა და აგრო ბიზნესის განვითარება, დღეისათვის მომხმარებელს აქვს საშუალება შეიძინოს ადგილობრივი წარმოების, უმაღლესი ხარისხის, ნატურალური ჩირეული და თხილეული. პროექტი მიზნად ისახავს, იმპორტირებული პროდუქცია, ეტაპობრივად ჩანაცვლდეს ქართული ნედლეულით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 500-მდე
ოჯახს უკვე გაუჩნდა დამატებითი სტაბილური შემოსავალი. ბრენდები: აგროფაი, სასარგებლო პროდუქტი, აგრობოქსი, ჩემი მარაგი, ხომლი. პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, ლიდერფუდი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მეინ მარტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი, ჯიპისი და სხვა.
აგრო ფუდ ტრეიდი – ჯანსაღი, ახალი, გემრიელი !!!

ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია შემდეგ მაღაზიათა ქსელებში

ჩვენ ვიყენებთ "ქუქიებს" უკეთესი სერვისის შესაქმნელად