”ჩემი მარაგი“ – კომპანია  „აგრო ფუდ ტრეიდი“ – ს ერთ-ერთი ბრენდი, ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ასორტიმენტში წარმოდგენილია 50 სხვადასხვა სახეობის პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნებისა და საჭიროებების მქონე მომხმარებელს, როგორც დიასახლისებს, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებსა და უბრალოდ გემრიელი სასუსნავების მოყვარულებს.

ბრენდის მთავარი მიზანია უმაღლესი ხარისხის თხილეულის, ჩირეულის, ბურღულეულისა და მარცვლეულის ადგილზე მიწოდება ბაზარზე საუკეთესო ფასად, ოპერატიულად და ყოველგვარი დამატებითი ღირებულებების გარეშე. სწორედ ამიტომ 2020 წელს კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდმა“ ერთგული მომხმარებლებისათვის შექმნა ახალი ქართული ბრენდი „ჩემი მარაგი“ მომხარებლის ინტერესებზე მორგებული და სტრუქტურულად გამართული ადგილზე მიწოდების სერვისი.

პროდუქციის წარმოების პროცესში ხორციელდება გადარჩევა და კალიბრაცია, გადის ხარისხის კონტროლს, იფუთება უსაფრთხო შეფუთვებში და შემდეგ მიეწოდება მომხმარებლებს!

„ჩემი მარაგის“ სერვისი მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო საოპერაციო ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში კავშირზეა მომხარებელთან, ოპერატიულად ხდება შეკვეთების მიღება, სასურველი ინფორმაციისა და პროდუქციის მიწოდება უმოკლეს დროში.

კომპანია ახლო მომავალში გეგმავს ბრენდული მაღაზიების ქსელის შექმნას და მიწოდების სერვისის გაფართოვებას!

ჩემი მარაგი – თქვენი გემრიელი ყოველდღიურობა !!!

ასორტიმენტი

ბურღულეული

ბრინჯი გრძელი
კუსკუსი
სიმინდის ღერღილი უმაღლესი ხარისხი
წიწიბურა
თურქული ბურღული
ლერწმის შაქარი
შაქარი
ხორბალი
კინოა
სიმინდის ფქვილი უმაღლესი ხარისხი
შვრიის ფანტელი U. 1 კატეგორია
ჰიმალაის ვარდისფერი მარილი

თხილეული

გოგრის გული (გარჩეული) იმპ.
თხილი მრგვალი (გარჩეული)
მიწის თხილი (გარჩეული) 1 კატეგორია იმპ.
მიწის თხილი მოხალული, ვასაბი
ნუში (გარჩეული) იმპ.
ქეშიუ მოხალული
თხილი გრძელი (გარჩეული)
თხილი მრგვალი მოხალული
მიწის თხილი მოხალული, მარილით
მიწის თხილი მოხალული, შაქრით
ნიგოზი, პეკანი 1 კატეგორია
თხილი გრძელი მოხალული
მზესუმზირის გული იმპ.
მიწის თხილი მოხალული, ბეკონით და ყველით
ნიგოზი უმაღლესი ხარისხი იმპ.
ფსტა

მარცვლეული

ბარდა ყვითელი
ლობიო დედოფალა იმპ.
ოსპი წითელი
შირბახტის თესლი
ბატი-ბუტი იმპ.
ლობიო სარის ბათუმელა
შირბახტის თესლი (შავი)
ჩიას თესლი
ლობიო გურულა იმპ.
ლობიო შულავერა იმპ.
სიმინდის მარცვალი მოხალული, მარილით
სელის თესლი

საკონდიტრო ნედლეული

კაკაო 1 კატეგორია (ღია)
ნუშის ფქვილი
კაკაო უმაღლესი ხარისხი (მუქი)
რძის ფხვნილი (უცხიმო)
ნუშის ფანტელი
შოკოლადის ფხვნილი

სუნელები

დარიჩინი დაფქვილი
ილი მარცვალი
დარიჩინი ღერო
ჯავზი დაფქვილი
ილი დაფქვილი
ჯავზი კაკალი

ჩირეული

ანანასის ცუკატი (კუბიკები)
ფინიკი 1 კატეგორია
ქიშმიში შავი ყურძნის 1 კატეგორია
ჩირი ატმის
ჩირი მანგოს
ჩირი ნესვის
ჩირი შავი ქლიავის (უკურკო) უმაღლესი ხარისხი
გარგრის ჩირი
ქიშმიში თეთრი (გოლდენი) 1 კატეგორია
ჩირი ალუბლის
ჩირი ვაშლის
ჩირი მარწყვის
ჩირი საზამთროს
ჩირი შტოშის
გოჯი ბერი მარცვალი
ქიშმიში მუქი 1 კატეგორია
ქიშმიში ჯამბო (გოლდენი) 1 კატეგორია
ჩირი ლეღვის
ჩირი მოცვის
ჩირი ფორთოხლის
ჩირი ხურმის
ჩვენ ვიყენებთ "ქუქიებს" უკეთესი სერვისის შესაქმნელად