დისტრიბუცია

„აგრო ფუდ ტრეიდის“ სწორი ლოგისტიკური დაგეგმარება გამოარჩევს კომპანიას და განაპირობებს მის წარმატებას. დადგენილი სტრატეგიით ეფექტურად და სრულყოფილად ხდება სადისტრიბუციო ქსელის, სასაწყობე და სამეურნეო პროცესების მართვა. კომპაანიის სადისტრიბუციო ხაზი უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს პარტნიორი ქსელების პროდუქციით დროულ მომარაგებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მუდმივად მიმდინარეობს პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება არსებული სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად. კომპანიის ავტოპარკში წარმოდგენილია 20-მდე სადისტიბუციო სხვადასხვა ტვირთამწეობის ავტომობილი, რომელთა ტექნიკური გამართულობის, სათანადო აღჭურვის და დეზინფექციის უზრუნველყოფა ხდება შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით.

ჩვენ ვიყენებთ "ქუქიებს" უკეთესი სერვისის შესაქმნელად