ბესო დეკანოიძე

კომერციული დირექტორი

ბესო დეკანოიძე 2018 წლიდან კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდი“ – ს გუნდის
წევრია. აღნიშნული პერიოდიდან ჩაუდგა სათავეში კომერციულ
მიმართულებას. მასთან ერთად და მისი ჩართულობით განხორციელდა არა
ერთი საიმიჯო და კომერციულად მომგებიანი პროექტები.
ბესო დეკანოიძე ფლობს მენეჯმენტის 10 წლიან გამოცდილებას. მას
წლების განმავლობაში ეკავა მმართველი პოზიციები სხვადასხვა
სადისტრიბუციო კომპანიებში. ასევე მცირე ბიუჯეტიან სტარტაპებს
უწევდა ბიზნეს კონსულტაციებს.

გიორგი თურმანიძე

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გიორგი თურმანიძე მუშაობს კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდ“ – ში 2021 წლის
თებერვლიდან, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მას აქვს 8 წლიანი გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში გაყიდვებისა
და მარკეტინგის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გიორგის
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშივილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დოქტორის
ხარისხით.

Mari-Butulashvili

მარი ბუტულაშვილი

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

მარი ბუტულაშვილი 2020 წლის ოქტომბრიდან იკავებს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციას კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდ“ – ში.  ის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა სამოქალაქო სამართლის კოლეგიაში.

Mamuka-Adamia-min-p8yu3ttvp8zuan9jaci540nsa4x42t453m8lbv0ws0

მამუკა ადამია

IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მამუკა ადამია კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდი“ – ს დაარსებიდან აქტუალურად არის
ჩართული კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში. ამჟამად ის იკავებს IT
დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. მამუკას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების
ფაკულტეტი.

მარინა სტურუა

მთავარი ბუღალტერი

მარინე სტურუა შემოუერთდა „აგრო ფუდ ტრეიდი“ – ს გუნდს 2020 წელს.
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ სფეროში.
1980-84 წლებში მუშაობის პარალელურად სწავლობდა ქ. მოსკოვში
საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტში, საინჟინრო – ეკონომიკურ
ფაკულტეტზე. 2020 წლის სექტემბრიდან იკავებს მთავარი ბუღალტერის
თანამდებობას კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდ“ – ში.

kostantine

კონსტანტინე თურმანიძე

მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი

კონსტანტინე თურმანიძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საოპერაციო
სექტორში. იგი სხვადასხვა დროს იკავებდა მენეჯერულ პოზიციას
ქსელური კომპანიის საოპერაციო დეპარტამენტში.
კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდ“ – ში მუშაობს 2020 წლიდან. ამჟამად იკავებს
მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას.

Dato-Antidze

დავით ანთიძე

ცენტრალური საწყობის უფროსი

დავით ანთიძე კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდ“ – ში 2020 წლიდან მუშაობს, ცენტრალური საწყობის უფროსის თანამდებობაზე. 

მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებში, კერძოდ, შპს „მაგთიკომი“ (რეალიზაციისა და მომსახურების ოფისის მენეჯერი), სადისტრიბუციო კომპანია შპს „ალიანსი საქართველო“, საოპერაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

teo-akhalaia

თეონა ახალაია

წარმოების მენეჯერი

თეონა ახალაია შემოუერთდა კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდ“ – ს 2019 წელს. დღემდე ის იკავებს წარმოებოს მენეჯერის თანამდებობას. 

მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სამეურნეო სფეროში. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  კვებითი ტექნოლოგიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით.

ჩვენ ვიყენებთ "ქუქიებს" უკეთესი სერვისის შესაქმნელად